***
რა გითხრა ან როგორ ამოვთქვა სათქმელი?! ვბორგავ და ვერ ვამბობ,რაც ახლა მაწუხებს... გთხოვ იგულთმისანე,შენვე თქვი რა მელის.. მე ეგ დაძმური მანტია მაბოდებს. მძიმეა ეგ ჯვარი და მიჭირს ტარება, ავსიტყვად ნათქვამმა, ჰო! მაშინ დამაფრთხო, გთხოვ, მიხვდი რა მიჭირს? არა ვარ თავნება. იქნება ეგ გული ოდესმე გაათბო...
***
ზამთრის მზესავით თბილი ხარ,
სევდას და ღრუბელს ნაჩვევი,
ხან ალმაცერად ციმციმებ,
ხან ლეგა ღრუბელს დასცქერი.
ვდუმვარ, ვფიქრობ და ვიშვიშებ,
ქვეყნად მექეცი დიდ ლოდად,
როგორ ვერ ხვდები ვისთვის ვწერ?!
ცხოვრების წერტილს მოჰგავხარ.
ეჰ! რა ხანია ძვირფასო,
ქრის განშორების ქარები,
შენ მთას იქით ხარ, მე _ აქეთ,
რა ვთქვა? რით გიყო ალები?
როგორც ჩანს, სხვისი იქნები,
არადა ჩემად გიგულე,
მთამ ჩამოყარა ნისლები,
Комментариев нет:
Отправить комментарий